LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გვინდა, დავეხმაროთ მას, რომ იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან

243
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ. სადისკუსიო საკითხი სიკვდილის პირას მყოფ პუტინის პირადი პატიმრებთან არის დაკავშირებული“,  – ამის შესახებ ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ენმ-ის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და სამდივნოს წევრი, გიორგი ჩალაძე ესწრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან 

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი ბილ ბროუდერია, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „მაგნიტსკის სიის“ შედგენა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

?? ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ. სადისკუსიო საკითხი სიკვდილის პირას მყოფ პუტინის…

Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 14 მარტი, 2023

 

 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, Renew Europe -ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როდესაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ერთი წლის წინ საუბრობდა, ხელისუფლება ამას სიმულაციად და სიცრუედ აფასებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ საფრთხე მართლაც რეალურია.

„გასულ თვეს, მას შემდეგ რაც ექიმებმა გასინჯეს მამაჩემი, მათ შორის უცხოელებმა აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან და დაასკვნეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მთავრობის ჰოსპიტალმა, სადაც მამაჩემი წევს, გამართა თავისი პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, ცუდია და უარესდება.

ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ აქ ყალბი არაფერია და საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, დაამატეს, რომ ეს არის სუიციდური საქმე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი, მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ, რადგან გვინდა, დავეხმაროთ მას, იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან“, – აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მათი იმედი „საერთაშორისო ცნობადობის ზრდა და ამ საკითხის მიმართ ყურადღებაა“.

„რაც გვაიმედებს, არის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა და ყურადღება ამ საკითხის მიმართ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს გაგრძელდეს. მადლიერი ვარ ყველასი ამ დარბაზში და მის მიღმა, ვინც გვეხმარება, შევინარჩუნოთ ეს ინფორმირებულობა. ბოლო დღეებში ვიხილეთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროკავშირის 28 წევრმა, „ჰუმან რაითს ვოჩმა“, „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ მოუწოდეს გათავისუფლებისკენ. ასევე, ევროპის პარლამენტმა მიიღო არაერთი რეზოლუცია. ვფიქრობ, როდესაც მამაჩემი გამოჯანმრთელდება და შეძლებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ეს დიდწილად იქნება ამ დარბაზში და მის მიღმა მყოფი ხალხის დამსახურება, ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები