LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან 

159
ფორტუნა - 2023-03-14T132903.926

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან. ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თავისუფლება მიშას“- წერს ლევან ხაბეიშვილი და სტრასბურგში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში ოფიციალურ შეხვედრებს გიორგი ჩალაძე და პეტრე ცისკარიშვილი ყოფილი პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით გამართავენ

ამასთან, როგორც გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, სტრასბურგში შეხვედრების მიზანი და თემა „პუტინის პატიმრები“ იქნება.

„ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად იმ ქმედებებზე, რომელსაც პუტინი მისი პატიმრების მიმართ სჩადის. უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების ვიზიტი, რომლებიც ჩამოდიან ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება და საშუალების მიცემა პრეზიდენტი მოინახულონ. ეს იქნება რეკომენდაციების შესრულებისთვისთვის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მიულერი: პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი მზად არის, გაემგზავროს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე აქ ვარ, მსურს, დაგეხმაროთ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება, აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს

„ჩემი შვილის საქართველოში ჩამოსვლის თემას არ ვეხები და ველოდები, რომ ის თავად ალაპარაკდება, ვფიქრობ, სცენარი ჯერ ბოლომდე არ დაწერილა” – გიული ალასანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g