LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს – მიხეილ სააკაშვილთან დღეს ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს

268
მიხეილ სააკაშვილის

მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს.

მესამე პრეზიდენტის პალატა უკვე დატოვა გიული ალასანიამ. მას პენიტენციურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შვილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეუშვეს.

რა იგულისხმება უსაფრთხოებაში, ეს მესამე პრეზიდენტის ოჯახისთვის გაურკვეველია:

„გამკაცრებულია წესები ვირუსების თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი… ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს“. – ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, დღეიდან „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მნახველებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები