LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსების და აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაატარა

95
75237383-235365387431958-3308921329725472768-n

პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა და მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს.

მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე მცირე ინციდენტს, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე აღკვეთეს. პარლამენტის შენობის

ყველა მხარეს კარვებია გაშლილი. ამასთან, ქვიშის ტომრებისა და სამშენებლო ნარჩენების გამოყენებით კვლავ ბარიკადებია მოწყობილი.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები და ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ იქამდე, ვიდრე პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g