LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან საკუთარ პარტიულ ინტერესბზე“ – უჩა ნანუაშვილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

134
ucha-nanuashvili_w_h

„12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ძალიან ბევრი მიმართულებით არის ხარვეზები. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ცდილობს ფორმალური ხასიათი მისცეს ამ რეკომენდაციების შესრულებას. მთავარი არის ის, რომ გაღრმავდა პოლარიზაცია. ერთ-ერთი რეკომენდაცია კი  სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას ისახავდა მიზნად“ – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირიქით პოლარიზაცია გამწვავდა ხელოვნურად და ოპოზიციის გარდა, ეს სამოქალაქო სექტორთანაც გამოიხატა.

ყოფილმა სახალხო დამცველმა ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარ ინტერესებზე უარი უნდა თქვან.

„ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გაერთიანდეს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პოლიტიკოსებმა უნდა თქვან უარი საკუთარ პარტიულ, პირად ინტერესებზე და ამაზე მაღლა უნდა დააყენონ ქვეყნის ინტერესები. ამ მიზნის გარშემო უნდა მოხდეს კონსოლიდაცია“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიზისა და პროცესზე დაკვირვების შედეგად ორგანიზაციამ რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოკვეთა.