LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე“– ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

146
ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა. როგორც მან რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას რაიმე განსაკუთრებული სათქმელი არ აქვს. ამასთან, რაც შეეხება გეგმებს, ახალაია ამბობს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.

„რამე განსაკუთრებული სათქმელი არ მაქვს, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. რას არ ვაპირებ ის შემიძლია გითხრათ, პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეგ არ არის ჩემი საქმე“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ 9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც მისმა მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g