LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური დევნა არ გამოვა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაჩაგრავთ! ამის უფლებას არ მოგცემთ“ – რას წერს მამუკა ხაზარაძე ქიზიყელ პაპაზე

136
მამუკა ხაზარაძე

ქიზიყელი რობი პაპა საზოგადოებამ ტიკ-ტოკ პლატფორმიდან, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გაიცნო.

ვიდეო: ,,უსაყვარლესია, როგორი ემოციებით არის” – გიორგი ქოჩორაშვილის მოულოდნელი საჩუქარი კახელ რობი პაპას და მის შვილიშვილს

მოგვიანებით, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთის დიდ გულშემატკივარს ოცნებას აუსრულებდა და რობი პაპა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე შეძლებდა დასწრებას.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობი პაპას შვილიშვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგო აქციებში იღებდა მონაწილეობას, ქიზიყელი პაპას შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს:

„ერთი [შემოსავლის მქონდე] გვყავდა, ისიც გაათავისუფლეს სამსახურიდან, დავრჩით უხელფასოები, სახლიც ყადაღაშია ჩადებული, ჩვენი სისაწყლე ეს არის… მე ჩემი შვილი მენანება, შეიძლება იმდენი ინერვიულოს, რომ გადატანა გაუჭირდეს“, – ამბობდა რობი პაპა ვიდეომიმართვაში.

რობი პაპას გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სახლში ესტუმრა, გადაცემის წამყვანის განცხადებით, მისი ფონდი ოჯახს დაეხმარება:

„ჩემი შვილი სამსახურში ვინც მიიღო, მან დაიბარა და უთხრა, მეტი აღარ შემიძლია, რაიონიდან მაწვებიან, გინდა თუ არა, გაათავისუფლეო. მიზეზად აქციაზე ყოფნა უთხრეს, არადა არ ყოფილა აქციაზე. შენი შვილი ხომ იყოვო? უთხრეს“, – ჰყვება რობი პაპა.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამუკა ხაზარაძეც და წერს:

„პოლიტიკური დევნა არ გამოვა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაჩაგრავთ! ამის უფლებას ჩვენ არ მოგცემთ.

ფონდმა მუშაობა დაიწყო და პირველი ბენეფიციარიც ჰყავს“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

პოლიტიკური დევნა არ გამოვა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაჩაგრავთ!

პოლიტიკური დევნა არ გამოვა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაჩაგრავთ! ამის უფლებას ჩვენ არ მოგცემთ ფონდმა მუშაობა დაიწყო და პირველი ბენეფიციარიც ყავს @nanukashow ✌✌✌

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024

ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას | მამუკა ხაზარაძის საჩუქარი მოხუცს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები