პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესებს ეხმიანება.
სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, პოლიტიკოსებმა კი პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც პროკურატურა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული, მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის გამართვა შეუძლებელია:
“ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს – პოლიტიკოსებმა პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ.
როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ხოლო პროკურატურა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული, იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეიძლება მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო პროცესი გაიმართოს, შეუძლებელია.
ასეთია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების შეფასება და ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევა.” – თქვა სამადაშვილმა.
