LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს“ – ლონდა თოლორაია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

116
ლონდა თოლორაია

„შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა ანუ ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებებია ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეო და ფოტოფაილი, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად, ნების არსებობის პირობებში, არჩევნების გაყალბება თვალსაჩინოა.

პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს. არჩევნების გაყალბება დაიწყო ძალიან ადრე, არჩევნების გაყალბების დაგვირგვინება იყო კენჭისყრის დღე. არჩევნები რომ ყალბდებოდა, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის, ჩვენც და არაერთმა აქტორმა. სამწუხაროდ, არც ერთ ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებისგან არ გვახსოვს არანაირი რეაგირება.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ დაიწყო რეაგირება, იყო ცესკოს მიმართვა, როდესაც ცესკოს შეექმნა დისკომფორტი თურმე არასამართლიანი თავდასხმების გამო და ამას იძიებს პროკურატურა – როგორ არ გაყალბდა ამ ქვეყანაში არჩევნები.“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g