LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“ უზენაეს სასამართლოსთან “გარდამავალი ეტაპის გეგმა” წარადგინა

118
Capture

პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანი“ უზენაეს სასამართლოსთან “გარდამავალი ეტაპის გეგმა” წარადგინა.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოძრაობამ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმუშავა ხედვა, რომელიც აღწერს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების გზებსა და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მექანიზმებს.

„გასული თვეების განმავლობაში გამოვაქვეყნეთ ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და როგორ უნდა ჩამოვაცილოთ ისინი ძალაუფლებას.

„თავისუფლების მოედანს” გვჯერა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” ცვლილების შემთხვევაში რა შეიცვლება ქვეყანაში. ასეთ გეგმაზე ვმუშაობდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გეგმა მოიცავს საკვანძო საკითხებს, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში აღვადგინოთ ანგარიშვალდებული ხელისუფლების მდგომარეობა და ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი დაბრუნდეს. ამიტომ, გარდამავალო ეტაპის გეგმა ითვალისწინებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც მოახდენს ცვლილებებს. ეს ეხება ხელისუფლების ფუნქციონირებას, ძალაუფლების გადანაწილებას, ძალაუფლების საარჩევნოდ დაბალანსებას, სოციალურ საკითხებს და საჯარო სამსახურების სრულ გათავისუფლებას პარტიული კონტროლისგან. ეს არის მინიმალური ცვლილებები, იმისათვის, რომ შევძლოთ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g