LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს

82

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა, ოლეგ სლობოდიანმა, განაცხადა.

დღეისთვის შედგენილია ოქმი 69 პირისთვის, რომლებიც არიან იდენტიფიცირებულები, – განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სლობოდიანის განმარტებით, საზღვრის გარღვევის მონაწილე 14 ადამიანი – ძირითადად, მედიის წარმომადგენლები, შეგინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა 12 სექტემბერს ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ოქმი მიხეილ სააკაშვილსაც ჩააბარეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g