LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს: იაროსლავ კაჩინსკი

460
იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს. როგორც გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში კაჩინსკიმ განმარტა, აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელოვნად შეაკავებდა.

კაჩინსკის განცხადებით, ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა.

გამოცემა Welt am Sonntag წერს, აშშ-ის ხელისუფლებას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები