LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პრემიერი: კრემლს და მის მოკავშირეებს გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლა და ევროკავშირის დაყოფა სურთ

112
მორავეცკი

პოლონეთის პრემიერის მატეუშ მორავეცკის მტკიცებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ კრემლს და მის მოკავშირეებს „გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლა“ და ევროკავშირის დაყოფა სურთ. ამის შესახებ მორავეცკიმ „ბიბისისთან“ საუბარში განაცხადა. 

ამ კონტექსტში მატეუშ მორავეცკიმ ახსენა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზება, გაზზე ფასების ზრდა და პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი კრიზისი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრები ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთის მცდელობას, რომელიც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ახლა “მოქმედება არ არის გვიან”, მაგრამ რამდენიმე თვეში შესაძლოა დაგვიანებული იყოს.

„მაგალითად, უკრაინაში შეიძლება ცუდი რამ მოხდეს, ან შეიძლება კიდევ ერთი დიდი მიგრაციის პრობლემა შეიქმნას მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა მორავეცკიმ.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ სასაზღვრო კრიზისის უკან „პირდაპირ მდგომი დამნაშავე“ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოა, მაგრამ მას ჰყავს თავისი დამკვეთი კრემლში.

„თავსატეხის ყველა ნაწილი ერთად ასახავს არც თუ ისე კარგ სურათს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს უზარმაზარი ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე, იმისთვის, რომ ბლოკი „დააქუცმაცოს და დაყოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g