LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის ზღაპრული სოფელი, სადაც ყველა შენობა “ყვავის”

302

პოლონეთში არსებობს პატარა სოფელი სახელად ზალიპი, სადაც ყველა შენობა მოხატულია. აყვავებული სახლების ისტორია შორეული წარსულიდან დაიწყო, როდესაც ერთმა ადგილობრივმა ჭერზე ყვავილი იმ მიზნით მიახატა, რომ ღუმელის მიერ წარმოქმნილი მური დაეფარა. ცუდი ვენტილაციის გამო, მური ყველა ოჯახში მარტივად ჩნდებოდა, ამიტომ ყვავილის ავტორს სხვებმაც მიბაძეს და პატარა სოფელი მალევე „აყვავდა“.

საბოლოოდ კი, 1948 წლიდან დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის თანახმადაც ყოველ გაზაფხულზე სოფელში არსებული ყველა ნაგებობა – ხიდები, ეკლესიები და მარნებიც კი, ყვავილებით იხატებოდა. ორიგინალური საშუალება პოლონელებს მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღებული სტრესის დაძლევაში დაეხმარა.

დღესდღეობით, ზალიპი, რომელიც  კრაკოვიდან 90 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს,  მოხატული შენობებით პოლონეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები