LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში დააგეს „მოლივლივე“ ტროტუარი, რომელიც ხეებს ხელს არ შეუშლის

163
1500-093be349c2c1cb2eab5cf4004d74d0c2a97e0ab5

პოლონეთის ქალაქ შჩეცინში „მოლივლივე“ ტროტუარი გაჩნდა. მიწის ზემოთ განთავსებული კონსტრუქციის დამსახურებით, ხეების ფესვები არ ზიანდება და არც მათ ზრდას არ ეშლება ხელი. სიახლის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

ვიზუალურად ინოვაციური ტროტუარი ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება.
ზოგადად კი ბილიკებისა თუ ტროტუარების ხეებთან დაგება ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. თავად გზის და მასზე მოსიარულეთა წონა აზიანებს ფესვებს, არის ისეთი შემთხვევებიც როცა ფესვები საფარს აფუჭებენ, ზემოთ ამოდიან და ქვეითებს უშლიან ხელს.



ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილება – ფესვებისთვის ტერიტორიის შეზღუდვაა, რაც დროთა განმავლობაში ხეებს ძალიან ასუსტებს.

ევროპული ქვეყნები ხეების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. მაგალითად, ბულგარეთში ხეებს ციფრული ორეულები გაუჩინეს და სხვადასხვა კლიმატურ პირობებში მათ მდგომარეობას წინასწარ აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები