LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 911–ისგან აგრესიულ ყველგანმავალს დაამზადებენ

70
prsche911newsss

გერმანულმა ატელიე Gemballa–მ Porsche 911-ის ბაზაზე აწყობილი კუპე Avalanche 4×4–ის პროექტი გამოაქვეყნა. სიახლის დებიუტი წლის ბოლომდე შედგება და როგორც გავრცელებული ნახაზებიდან ჩანს, მოდელი საკმაოდ აგრესიულ დიზაინს მიიღებს.

როგორც ესკიზებიდან ირკვევა, Gemballa Avalanche 4×4 კარბონის ძარას მიიღებს და საკმაოდ საინტერესო კბილანებიანი საბურავები ექნება.

რაც შეეხება აგრეგატს, მწარმოებელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა არსებობს უკვე დამუშავებული პაკეტი. GTR 8XX Evo-R BiTurbo 911 სერიის სპორტქარებისთვის, რომლის სიმძლავრეც 818 ცხენის ძალას აღწევს. მსგავსი ძრავის მქონე კუპეს 0–დან 100 კმ/ს ასაკრეფად 2,3 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ–ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g