LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche, რომელსაც 51 წელი ერთი პატრონი ჰყავდა, იყიდება

156

აუქციონის სახლმა Sotheby’s პირველი ლოტი დააანონსა, რომელიც Porsche-ს მარკის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ვაჭრობა ამერიკულ ავტოდრომზე Porsche Experience Center Atlanta შემოდგომაზე გაიმართება. გასაყიდად გატანილი ეგზერმპლარი 1956 წლის Porsche 356 A 1600 S Speedster გახლავთ. ავტომობილი ამჟამინდელ მფლობელს მთელი 51 წელია ჰყავს და მისით ამ დროში 48 280 კილომეტრი გაიარა.

გასაყიდად გატანილი ავტომობილის ფერი Glacier White-ის სპეცვერსია Super გახლავთ.

სპორტქარი 1967 წელს შეიძინა და სპეციალურად მისთვის აგებულ ავტოფარეხში გაატარა 51 წელი. ის ყოველწლიურად სრულ შემოწმებას გადიოდა – მფლობელი სპეციალური ზეთით რეზინის ელემენტებსაც ამუშავებდა.

Sotheby’s წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი კარგად შენახული და ორიგინალური Super Speedster-ია. ავტომობილი პრაქტიკულად იმავე მდგომარეობაშია, როგორც 62 წლის წინ იყო, როდესაც Porsche-ს კონვეირიდან გამოვიდა.

Porsche 356 A 1600 S Speedster-ს ნამდვილობის სერტიფიკატი, ინსტრუმენტების ნაკრები, ორიგინალი გვერდითა ფარდები, ექსპულატაციის ინსტრუქცია და სხვადასხვა დეტალი მოყვება. ავტომობილის საორიენტაციო ფასი 500-600 000 დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები