LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს საიდუმლო კონცეპტი – პირველი გამოსახულება

143
porsche

Porsche-ს ბრენდის სულ პირველი ავტომობილის დებიუტი 1948 წლის 8 ივნისს შედგა, რაც იმას ნიშნავს რომ გერმანულ კომპანიას მალე 75 წელი შეუსრულდება. საპატიო თარიღისთვის ავტომწარმოებელი საიდუმლო სიახლეს ამზადებს. მოდელი დასაწყისისთვის მხოლოდ Porsche-ს სოც-ქსელებში გამოჩნდა და ისიც მხოლოდ დაფარულ მდგომარეობაში.

ავტო ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ შოუ-ქარი ძველი 911-ის ზომის იქნება, თუმცა თანამედროვე დეტალებსაც მიიღებს. პოსტის კომენტარებში მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ სიახლეს ელექტრონული აგრეგატიც ექნება.

თავად კომპანიაში ჯერ-ჯერობით არანაირ დეტალებს არ ასაჯაროებენ და პრემიერის თარიღის დასახელებისგანაც თავს იკავებენ. დიდი ალბათობით სიახლეს ავტომოყვარულები ზაფხულის დასაწყისისთვის იხილავენ და კონცეპტი მართლაც ელექტრონული იქნება, რამეთუ კომპანიას არამხოლოდ წარსულისთვის პატივის მიგება, არამედ ელექტროფიკაციის საკითხში ბოლოდროინდელი მიღწევების დემონსტრირებაც სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები