„პორშე“ თითქმის ყველა გამოშვებულ ელექტროქარს უკან გამოიწვევს – სერვისში მისვლა 43 ათასი ელექტროქარის მფლობელს მოუწევს. ეს მოდელები კონვეიერიდან 2021 წლის ივნისამდეა ჩამოსული. უკან გამოწვევის კამპანია შეეხო მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ Taycan–ის სედანებს და კროს–უნივერსალებს Taycan Cross Turismo–ს. მიზეზი პროგრამული შეცდომაა – რომელიც ძრავის მოულოდნელ გათიშვას იწვევს.
კომპანიის ინჟინერები ირწმუნებიან, რომ ეს შეცდომა თავს ძალიან იშვიათად იჩენს, სწორედ ამიტომ მისი აღმოჩენა და მოგვარება დიდი ხანი ვერ ხერხდებოდა. ავტომწარმოებლის შეფასებით, ამ პრობლემას ავტომფლობელთა 0,3% თუ გადააწყდებოდა, ასე რომ რისკ ჯგუფში მხოლოდ 130 ელექტროქარია.
თუმცა, სერვისში გავლა მაინც ყველას მოუწევს, რათა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნონ.
