პორტუგალიურმა ქალაქმა ბრაგიმ გადაწყვიტა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიაფოს.
მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რატომ დაკარგა ადამიანმა სამსახური, მიზეზი კორონავირუსი იყო თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში ახალი – ორჯერ უფრო იაფი ტარიფით ისარგებლებს.
უმუშევრები სპეციალურ ბარათებს მიიღებენ და შეღავათებით სარგებლობას 1 ივნისიდან შეძლებენ, მანამდე კი საზოგადოებრვიი ტრანსპორტი აბსოლიტურად ყველასთვის უფასოა.
ხელისუფლება განიხილავს ასევე ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი ტარიფი მომავალში არამხოლოდ უმუშევრებს, არამედ ყველა მოქალაქეს შეეხება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ–ჯერობით არ არის.
პორტუგალიაში პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 4 მაისიდან დაიწყეს, თუმცა სამედიცინო ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ჯერ ისევ სავალდებულოა.