პორტუგალიელმა მეცნიერებმა იპოვეს ასობით ხომალდი, რომელთა ბორტიც საგანძურითაა სავსე. ამის შესახებ Osbervador წერს.
ხმაურიანი განცხადება არქეოლოგმა ალექსანდრ მონტეიერმა გააკეთა. მან შეადგინა მონაცემთა ბაზა 8620 ხომალდის ჩაძირვის შესახებ, რომელიც პორტუგალიის სიახლოვეს 1500 წლიდან ფიქსირდება. ამ მონაცემების გაანალიზებით, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე რომ ქვეყნის წყლებში მინიმუმ 250 ხომალდი უნდა იყოს მიმალული და თითოეულის ბორტი ძვირფასეულობითაა სავსე. „მატერიკის სიახლოვეს 7000 ხომალდია, 1000 აზორის კუნძულებთანაა, ხოლო კიდევ 120 მადეირასთან. ისინი წლების წინ ჩაიძირნენ.“ – დააზუსტა მან.
ამასთან მონტეიერი ამტკიცებს, რომ იპოვა ფლაგმანი ხომალდის Nossa Senhora da Luz-ის ნარჩენები, რომელიც 1615 წელსაა ჩაძირული. არქეოლოგმა ისიც განაცხადა, რომ იქვეა 1859 წელს ჩაძირული ხომალდი Nossa Senhora do Rosário, ბორტზე 22 ტონა ოქრო-ვერცხლით.
მეცნიერი მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ეს ინფორმაცია დიდი ხნის წინ გამოაქვეყნა და ქვეყნის ხელისუფლება წყალქვეშა სამუშაოების დაწყებას არა და არ ჩქარობს.