LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიელი ბავშვები რამდენიმე დღით ექიმები გახდნენ, რათა მკურნალობის აღარ შეეშინდეთ

111
wdksezpgewuj

3-დან 6 წლამდე ასაკის 800-ზე მეტი ბავშვი პორტუგალიის საავადმყოფოში თავისი სათამაშოებით მივიდა და მათი მკურნალობა დაიწყო. მაიმუნი მუცლის ტკივილით, დათვი მოტეხილი ფეხით, დინოზავრი ამოვარდნილი კიდურით და სხვა „პაციენტები“ ჯერ გამოიკვლიეს, შემდეგ ექიმებს გაესაუბრნენ, შეიძინეს წამლები ადგილობრივ აფთიაქში და დაესწრნენ ფიზიოთერაპიას. სიახლის შესახებ Noticias ilimitadas წერს.

მარშრუტი, რომელიც საავადმყოფოს ექიმებმა მოიგონეს, რამდენიმე „სამკურნალო სადგურს“ მოიცავდა – სისხლის ანალიზის ჩაბარება, რენტგენი, თერაპევტის კონსულტაცია, ვიზიტი ქირურგთან, სადაც ბავშვები სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად თავის სათამაშოებს მსუბუქ „ოპერაციებს“ უტარებდნენ.

პორტუგალიის საავადმყოფომ გადაწყვიტა, ბავშვებს ექიმების შიში სწორედ ამ ორიგინალური მეთოდით გადაალახვინოს. გარდა ამისა, მხიარული და უსაფრთხო მეთოდით პატარებმა საავადმყოფოს სივრცე უკეთაც გაიცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები