LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

51
20200622220915

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით – 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

„პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორად მიდის და მომავალშიც ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა – ფინანსთა სამინისტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g