LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწე ბიზნესმენები გვეუბნებიან, რომ გვერდში დაგვიდგებიან“ – დაიხურება თუ არა „ალტ -ინფო“?

96
კონსტანტინე

დღეს, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ალტ-ინფო” იხურება. არსებული ინფორმაციით, პროპაგანდისტული არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ.

„ალტ -ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია  „ფორტუნას“ უდასტურებს, რომ „ალტ-ინფოს“  მართლაც აქვს ფინანსური  პრობლემები და ხალხს დახმარებას სთხოვს.

„გარდა ხალხისა, ჩვენს ირგვლივ გაერთიანებული არიან სხვადასხვა ბიზნესმენები, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ. ისინი გვეუბნებიან, რომ გვერდში დაგვიდგებიან. სავარაუდოდ გვერდში დგომა გამოიხატება იმაში, რომ გვერდში დაგვიდგებიან ფინანსურად და ტელევიზიას გადავარჩენთ.

ვადასტურებ, რომ ფინანსური პრობლემები გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესმენების აბსოლუტური უმრავლესობას,  ვინც მხარში გვედგა, უცხოელმა პარტნიორებმა, პირდაპირ მითითება მისცეს, რომ „ალტ -ინფოსთვის“ დახმარება შეეწყვიტათ.

თავისთავად ცხადია, იმ ბიზნესმენებს ვერ დაგისახელებთ, ვინც დახმარება აღგვითქვა. ყველამ იცის, რომ ტელევიზიას წლებია ვაფინანსებ და მე მიქმნიან პრობლემას და ჩემ თავზე შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ სხვების სახელებს და გვარებს უბრალოდ ვერ გეტყვით. ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.

იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციას, პრობლემებს, რაც „ალტ- ინფოს“ აქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ. ხალხის ისეთი ჩართულობაა, რომ მე ეს უბრალოდ არც წარმომედგინა.“ – აცხადებს მორგოშია „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები