LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პოტიომკინის სოფელი” სამარაში – მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრებს შენობების გარკვეულ ნაწილს დაუმალავენ

216

რუსეთი მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისათვის მზადებას  თავისებურად განაგრძობს. ქალაქ სამარას ხელმძღვანელობამ გარკვეულ უბნებში სპეციალური ღობეების აღმართვა გადაწყვიტა, რომელთა სიმაღლეც 2-2,5 მეტრია. მიზეზი კი ერთია-სამარელებს არ სურთ უცხოელი სტუმრების წინაშე შერცხვნენ,ამიტომ ქალაქის უბნების გარკევეულ, ნაცრისფერ, ”დეპრესიულ” ნაწილს უბრალოდ დამალავენ. ღობეების ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 21 მლნ რუბლია გამოყოფილი, თუმცა სავარაუდოდ ეს თანხა საკმარისი არ იქნება, ამიტომ საჭირო გახდება დამატებითი თანხების მოძიება და მოხალისეების მოზიდვაც.

დაფარვის ზონაში ავარიული,შეურემონტებელი საცხოვრებელი კორპუსები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები მოხვდება,ასევე მშენებლობებიც, რომლებიც მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g