“აიღე, თუ გცივა, შობას გილოცავ..“ – პრაღა ახალ წელს საქველმოქმედო აქციით ხვდება. ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩებში ხეებზე მიბმული ტანსაცმელი გამოჩნდა. თბილი სამოსის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქველმოქმედებაში მონაწილეობას თავად პრაღელები იღებენ. ამისთვის მათ ტანსაცმელი გამოცემა „Prague Morning”-ის რედაქციაში უნდა მიიტანონ და აქციის ორგანიზატორები მათ სხვადასხვა ქუჩაზე გადაანაწილებენ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო წამოწყებამ უამრავი ადამიანი დააინტერესა და ჩართულობაც საკმაოდ დიდია.