LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის „საიდუმლო“ ფუნიკულიორს 2018 წლისთვის განაახლებენ

126

პრაღის „საიდუმლო“ ფუნიკულიორს 2018 წლისთვის განაახლებენ. უნიკალური ღირსშესანიშნაობა, რომელიც ერთმანეთთან სასტუმრო NH ORague-სა და რესტორან Mrazovka Park-ს აკავშირებს, ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ისტორიული ვაგონი რეალურად დამალული არც ყოფილა, თუმცა მის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. საიდუმლო იმიჯი კი ბუნებრივია, მას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ფუნიკულიორზე ასვლა ერთდროულად 12 სტუმარს შეუძლია. მოგზაურობა მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება, თუმცა ამ დროს ვიზიტორებს პრაღის ულამაზესი ხედების ნახვის საშუალება აქვთ. და ბოლოს, ღირსშესანიშნაობის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ მისი ნახვა სრულიად უფასოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები