LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრაქტიკული მაგია“ 26 წლის შემდეგ, „სიქველით“ ბრუნდება

165
page

ყველასათვის საყვარელი ფილმი, „პრაქტიკული მაგია“, რომელშიც მთავარ როლებს, სანდრა ბულოკი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ, 26 წლის შემდეგ „სიქველით“ ბრუნდება. სტუდიამ Warner Bros. დააანონსა, რომ 1998 წელს გამოსული მისტიკური კომედიის გაგრძელებაზე მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ბულოკსა და კიდმანს ფილმში, თუმცა, ის ცნობილია, რომ ორივე მათგანი დენიზ დი ნოვისთან ერთად, ფილმის პროდიუსერები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომანტიკული ფენტეზი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. მისმა შემოსავალმა სულ რაღაც 68 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეუღლის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ – სანდრა ბულოკი ვაჟთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში

ნიკოლ კიდმანმა წითელ ხალიჩაზე „ბალენსიაგას“ ოქროსფერი კაბით გაიბრწყინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები