LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრაჰამს და ემი კლობუჩარს შეხვდა

73

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრაჰამს და სენატორ ემი კლობუჩარს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრებს ახალი წელი მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. პრემიერ–მინისტრის შეფასებით, სენატორების ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობი მნიშვნელობას. მისივე თქმით, ამერიკა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, გააგრძელოს მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. “ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში,”- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამერიკელი სენატორების სტუმრობაზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში და მიაწოდა მათ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი. სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას. სენატორების თქმით, აშშ დიდად აფასებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას.
შეხვედრის დასასრულს ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g