გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42% საშუალოდ აფასებს, ამის შესახებ ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევაშია ნათქვამი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებს 27 პროცენტი, 26 % კი კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
