LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

115
რეჯიფ თაიფ ერდოღანი

„ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება” – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

„გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.

პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის , პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას” და „პეკაკას” მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

„დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

„მოგესალმებით ყველას, მთელი გულითა და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე და თქვენი თანდასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სლოვაკეთიდან, საშინელი თავდსხმა მოხდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ბატონი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებთ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობის დამრღვევი ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ დგომას.

მინდა მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, 10 დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო”- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები