LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერ მოტორსი” სატვირთო ავტომობილებისთვის სრულ სერვისს გთავაზობთ

276

შპს „პრემიერ მოტორსი” მომხმარებელს სატვირთო ავტომობილებისთვის ნაწილების ფართო არჩევანსა და სრულ ავტოსერვისს სთავაზობს.

„პრემიერ მოტორსი” 2013 წელს დაარსდა და ის არის ოფიციალური დილერი „ვოლვოსა” და „რენოს” სატვირთო მანქანების საქართველოში. კომპანიამ აქტიურად ფუნქციონირება დაიწყო 2015 წელს, ამის პარალელურად კი დაიწყო მშენებლობა ცენტრალური სერვისცენტრის თბილისის შემოვლით გზაზე, სოფ. მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო ტერმინალთან ახლოს. ახალი სერვისცენტრი ფუნქციონირებს 2017 წლის ივნისიდან და ემსახურება, როგორც კორპორატიულ ასევე საცალო მომხმარებლებს. კომპანიამ მცირე დროში მოახერხა და განახორციელა რამდენიმე მსხვილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კომპანიებთან ერთად, ესენია: RMG Cooper, BP, და Heidelberg. გარდა ამისა, კომპანიას ჰყავს სხვა 100-მდე კორპორატიული კლიენტები.

კომპანია სატვირთო სერვისის გარდა, მუდმივად ცდილობს, კლიენტებს შესთავაზოს ფართო ასორტიმენტი ამ სფეროში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „პრემიერ მოტორსი” თანამშრომლობს ბრენდებთან, რომლებსაც მაღალი ხარისხის პროდუქცია აქვთ. დღეისათვის კომპანია წარმოადგენს 4 ტოპ ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით თავის კატეგორიაში, ესენია:

  • Chicago Pneumatech – ამერიკული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ნებისმიერი სახის კომპრესორებს. CP-ი არის Atlas Copco-ს შვილობილი კომპანია.
  • HYSTER – ინგლისური ბრენდი, რომელიც აწარმოებს სასაწყობე ტექნიკას, ასევე კლიენტს შეუძლია საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე დაუკვეთოს მისთვის სასურველი ტექნიკა.
  • Baldwin Filters– ამერიკული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ფილტრებს.
  • HYVA – აწარმოებს ჰიდრავლიკურ პროდუქციას, როგორებიცაა კუზაოს ამწევი ცილინდრები, კუზაოს ამწევი ცილინდრის სარქვლები, ჰიდრავლიკური ავზის ფილტრები, კუზაოს ამწევი ცილინდრის სამაგრები და სხვა.

როგორც „პრემიერ მოტორსში” აცხადებენ, მათ სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს სრული სერვისი და კვალიფიციური მომსახურება, რაც გულისხმობს დატრენინგებულ, პროფესიონალ თანამშრომლებთან ურთიერთობას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g