გასულ თვეს, ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი სიმღერა, Strange Timez და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციაში კოლექტივს პარტნიორობას ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Cure-ის ფრონტმენი, რობერტ სმიტი უწევს.
ახლა კი ვირტუალური კოლექტივი მორიგ კოლაბორაციულ ნამუშევარს ავრცელებს, რომელსაც უკვე, 2020 წლის ყველაზე უჩვეულო დუეტი უწოდეს. ახალ სიმღერაში, The Pink Phantom და კლიპში ბენდს პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოს, ელოტ ჯონი უწევს. კლიპში არტისტის ანიმაციურ ვერსიას იხილავთ.
ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ კომპოზიციასა და კლიპზე მუშაობა დისტანციურად შედგა. სიმღერა ჯგუფის ახალ ალბომში, Song Machine: Season One–ში შედის, რომელიც გაყიდვაში 23 ოქტომბერს გჩაეშვება.