რამდენიმე კვირის წინ, 34 წლის მომღერალი სიარა დედა მესამედ გახდა. მასსა და მის მეუღლეს, რასელ უილსონს ვაჟი შეეძინათ. ვარსკვლავის ორსულობამ საკმაოდ ენერიულად ჩაიარა. სიარა სოციალურ ქსელში 54,9 მილიონ გამომწერს ფოტოებს ხშირად უზიარებდა.
როგორც ჩანს, ის მუსიკალურ კარიერაშიც აქტიურობდა, ახლახანს მომღერალმა ვიდეო გაავრცელა, რომელიც მშობიარობამდე 2 დღის ადრე გადაიღო. კლიპი საოცრად დინამიურია, მე-9 თვეში მყოფი მომღერალი ცეკვავს და ენერგიულ მოძრაობებს აკეთებს. ნაუშევარმა საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
„დაუჯერებელია, მშობიარობამდე 2 დღით ადრე რა ენერგიული ხარ“, – წერენ კომენტარებში.