„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა რამდენიმე თვის წინ სადებიუტო სიმღერა Feel Like I Do გაავრცელა, რომელსაც მისი გუშემატკივრების მხრიდან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. „დიდი ხნის განმავლობაში გპირდებოდით, რომ სიმღერას ჩავწერდი. ეს თქვენი მხარდაჭერით გავაკეთე. მადლობა, რომ ჩემი გჯერათ“, – განაცხადა 53 წლის მსახიობმა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამიერიდან მუსიკალურ ინდუსტრიაშიც გააგრძელებდა მოღვაწეობას.
პირობა შესრულებულია, ვარსკვლავმა ახალი სინგლი, Days Are Gone გამოუშვა. მსუბუქი, საცეკვაო, საზაფხულო კომპოზიცია, – სწორედ ასე შეაფასეს მუსიკის ექსპერტებმა არისტის ნამუშვარი. როგორც ჩანს, მალე ვინ დიზელის მუსიკალურ ალბომსაც ვიხილავთ.