LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამო უკიდურესად შეშფოთებულია

86

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას საგანგებო განცხადებით ეხმაურება :

“მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება,” – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები