LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს“

117
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს.

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა:

პაპუაშვილი: „ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას“

„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ხშირად, გარე დაფინანსებები ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება – შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა და ყველა სახელმწიფო გაწეულ დახმარებას საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები