LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ჟურნალისტს: „სისულელეებს ნუ მეკითხებით … გასაგებია? წერტილი” [ვიდეო]

271
72723141-880399132354831-6327213655733567488-n

„სისულელეებს ნუ მეკითხებით“ – ასე უპასუხა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ შსს-ს თანამშრომლის ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პრემიერმინისტრმა.

გიორგი გახარიამ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებთან აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი იქნებიან. ამასთან,

,,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რა დროს აიყვანა შსს-ში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უწყება უმკაცრეს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს დამნაშავეებს მის რიგებში”- თქვა გახარიამ და დასძინა, რომ  არავის მისცემს უფლებას ათასეულობით პოლიციელის რეპუტაცია შელახოს.

ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე, არიან თუ არა დაკავებულები ნარკორეალიზატორები, გახარიამ აგრესიულად უპასუხა:

,,ჩვენ დავაკავებთ პირველ რიგში იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას. გასაგებია? წერტილი. შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ ბევრჯერ ის, რაც გაიმეორეთ. სისულელეებს ნუ მეკითხებით”.

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით თბილისის პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

გარდა ამისა, რუსთავში 35 წლის კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორი შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი, ხოლო ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g