LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ლონდონში მომხდარ ტერაქტზე: თავდასხმას კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები

37

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძმრებს და მთავრობასა და ბრიტანელ ხალხს უთანაგრძნობს.

“ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები – დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ”, – ნათქვამია მის პოსტში.

ლონდონში ტერაქტი გუშინ, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე მოხდა. ტერორისტები “ლონდონ ბრიდჯზე” მიკროავტობუსით შევარდნენ და ხალხს გადაუარეს, შემდეგ კი 3 თავდამსხმელი, ირგვლივ მყოფების დანით დაშავებას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები