LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: მშენებლობა-რეაბილიტაციას 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს, გადავწყვიტეთ, პროგრამა დავიწყოთ

60
Untitled design (4)

ხელისუფლება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშენებლობა-რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს:

„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა.

ეს განხორციელდება სამ ეტაპად – პირველ ეტაპს 2023 წლის პირველი იანვრიდან დავიწყებთ. პროგრამაზე მიემართება 100 მლნ ლარი. ჯამში დაგვიჯდება 1 მლრდ ლარზე მეტი, დაახლოებით, მილიარდ სამასი მილიონი ლარი. ჩვენი გათვლებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g