პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შესანიშნავი კომუნიკაცია გვაქვს… არ მაქვს დრო, რომ ადამიანებს შევხვდე სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია აქვს, გარდა პრემიერსა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას კონსტიტუციის ფარგლებში კომუნიკაცია აქვს ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან.
„ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან, ინსტიტუტთან თუ უმაღლესი თანამდებობის პირთან მაქვს კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობა, საუბარი, კომუნიკაცია. ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს. არ მაქვს დრო, რომ ადამიანებს შევხვდე სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, აქ ჩემი მოსვლის მიზეზი არის ის, რომ საქმეზე ვლაპარაკობთ, საერთო მიზანზე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შესანიშნავი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ ადმინისტრაციას ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს. ყველა საკითხზე, რომელიც ამ ორი დამოუკიდებელი შტოს ურთიერთობას ეხება, კომუნიკაცია კონსტიტუციის ფარგლებშია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით