LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს მიხეილ ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა – შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად

148
Capture

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობს, 4 დეკემბერს ეთერი დაუთმონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g