LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითია

141
პრემიერი კეზერაზე

„სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფულია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და მთავრობის სხდომაზე ე.წ ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა:

„ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს“ – თავდაცვის მინისტრი

„მინდა გამოვეხმაურო ერთ შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გახსნილი – ე.წ ქოლცენტრების საქმე. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ არნახული მასშტაბის თაღლითურ სქემას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი ევრო თუ დოლარი იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში.

გახსოვთ, რომ ბოლო პერიოდში რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციიდან ბრალდებები ისმოდა, რომლებიც ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით თავად ფინანსდებიან, ეს არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია.

კეზერაშვილი: უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს

„საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის“

ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ერთობლივად იყო გაწეული და ჩვენ ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო გამოძიების, საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფულია.

კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნესს ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით, არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა, მისმა კომპანიამ გაძარცვა პენსიონერები – მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული.

ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა.“– განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ვფიქრობ, დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და ხელისუფლებას უკავშირდება“ – ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g