დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებდა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის განცხადებებს, რომლებმაც თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას პრემიერის შეცდომა უწოდეს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ კომენტარები, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატური იყო.
“გამიჭირდება ამ კომენტარებზე რაიმე პასუხის გაცემა, ძალიან არაადეკვატური კომენტარები იყო, სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ამ ემოციებს, ისინი სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.