LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის ამ გზავნილს წინ უძღოდა სხვა გზავნილიც – დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის ჩათზე

51

ვინც არ დაასრულებს საუბარს იმის შესახებ, რომ ვიღაცებმა დისციპლინა დაარღვიეს, მათი პოლიტიკური ცხოვრება დამთავრდება და დამთავრდება საკმაოდ წარუმატებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დავით ჭიჭინაძე  “შაბათის კურიერის” მიერ გასაჯაროებული მიმოწერის ნამდვილობასაც ადასტურებს და მოითხოვს ასევე გასაჯაროვდეს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დეპუტატებისთვის მანამდე გაგზავნილი კიდევ ერთი შეტყობინება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

“პრემიერმა უბრალოდ იმ განცხადებების შესაბამისად რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა ეგ რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. იყო და მაგას უძღოდა წინ სხვა გზავნილი და ის რატომღაც არ გაამჟღავნა ვიღაცამ. ის მოწოდება ერთობისკენ და თავის შეკავებისკენ. ყველა მხარის მიმართ და ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ.

ადამიანები, ვინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება გარეთ და არ არიან მიმდინარე მოვლენებისადმი ადეკვატური, ყოველთვის გარიყული იქნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მე არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს ადამიანი თავად ამბობს, რომ მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა. დაუთვლია კიდეც და არითმეტიკით არის დაკავებული. თუმცა არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

magti 5g