LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის დავალებით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ

84

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.

”სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

magti 5g