პარლამენტიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტატუსს აქვეყნებს:
პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
„პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:
– უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ?
მე კი მივხვდი, საეჭვო რომ ვარ ასეთ დროს და მაკვირდებიან, მაგრამ ასეთი კითხვა პირველად დამისვეს“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:
– უკაცრავად…
Posted by Ana Tsitlidze on პარასკევი, 30 ივნისი, 2023
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.
ამ ფონზე, პარლამენტის უკანა შესავლელთან სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას.
„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან