LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე – მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს

145
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე, მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, „გეოგრაფიული აღწერილობის გარდა, ყველაფერი სიცრუეზეა აგებული ამ ანგარიშში“.

„როგორც თავად “ქართულ ოცნებას” უყვარს თქმა, დღეს იქნება „სიცრუეში მხილების“ დღე ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის. მათ მიერ წარმოდგენილი 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე. მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და რომ კავკასიაში მდებარეობს.

გეოგრაფიული აღწერილობის გარდა ყველაფერი სიცრუეა, განსაკუთრებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ თურმე უმუშევრობა მცირდება, შემცირდება აბა რა, თუ 50 ათასი კაცი დარჩა შარშან უცხოეთში, უმუშევრობა შემცირდება. ყველაფერი სიცრუეზეა აგებული ამ ანგარიშში.

ბევრი მწვავე კითხვა იქნება: რატომ ებრძვის დასავლეთს, რატომ არის რუსეთის მხარეს, რატომ არ უჭერს მხარს უკრაინას, ბოლოს და ბოლოს ერთი ყუთი წამლები მაინც გაეგზავნა, როცა 84 ქალაქი და სოფელი ჩაძირა რუსეთმა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა იქნება, რატომ არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და რატომ არ ასრულებენ რეკომენდაციებს, რასაც ადასტურებს უკვე თავად ევროკავშირი და ეს გამოვლინდა ბრიუსელში ჩატარებული სხდომის შემდეგ“,  – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან 

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

ამ ფონზე,  პარლამენტის უკანა შესავლელთან სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g