პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პარტიის პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე სამართალდამრღვევად არ ცნო.
„შეგიძლიათ, მონებს თამამად დაუძახოთ მონები. ღარიბაშვილზე ხსნილია“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, ცოტნე კობერიძეს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.
ცოტნე კობერიძის თქმით, 3 აპრილს ბათუმის ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
https://youtu.be/Kjba0K9FPw0