ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერლიგის წლის სიმბოლური გუნდი დაასახელა. მასში ხუთი ფეხბურთელი „სიტიდანაა“, სამი კი „ტოტენჰემს“ წარმოადგენს. მხოლოდ სამი ადგილი დარჩა სხვა გუნდებისთვის.
შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი);
მცველები: კაილ უოკერი (სიტი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), ნიკოლას ოტამენდი (სიტი), მარკოს ალონსო (ჩელსი);
ნახევარმცველები: დავიდ სილვა (სიტი), კევინ დე ბრიუნი (სიტი), კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი);
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერხიო აგუერო (სიტი).
15 აპრილს „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა.